♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥



შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო,
ხანდახან მინდა ჩემს სალოცავ ხატად გაგხადო,
შენს ლამაზ თვალებს მსურს დავუნთო თაფლის სანთელი
და მოგაშორო თუ კი რამ გაქვს გულზე ნაღველი.
არ მინდა გეგონოს სანაცვლოდ რამეს ვითხოვდე,
მხოლოდ გულს გჩუქნი, წრფელი გრძნობით სავსეს პირამდე,
უშენოდ ჩმეთვის არ არსებობს ქვეყნად სინათლე
და ამ წყვდიადში ვერ ვიცოცხლებ ვიცი დილამდე.
მე შენს სიყვარულს სიგიჯემდე მივყავარ ისევ
და მონატრებას ვერ გაუძლებს ამაგამ გული,
სანთლებს ავანთებ, უფალს შენზე ვეჩურჩულები
და შეერთვება ზეცას ჩემი მწუხარე სული!.....
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2437 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1538 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო,
მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული,
მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული...
გულო-სატკივარო, დღეო-წვალებაო,
ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო!
წამო-ბედნიერო, სიხარულის ცრემლო,
როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო.
ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2443 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ახსოვს ჩემო ერთადერთო
როგორ ამიხსენი სიყვარული
მემამიტივით რომ გიყურებდი
ჩემთვის იყო დიდი სიხარული
შენი ალერსი და მოფერება
ეხლაც მახსოვს ჩემო სანატრელო
სიყვარულით სავსე გამოხედვა
ჩემი გაბუტება
შენი თბილი ჩახუტება
შენი ღიმილი და გაცინება
იცი როგორ მენატრება
ის დღე გახსოვს რომ გამბერე
ნაყინების ნაჭამი
ის დღე იყო რომ მაჩუქე
ძვირიანი კალამი
და რომ მთხოვე
"დამიწერე ლექსი-ჩემი წამალი"
სკოლიდან რომ მოვდიოდი
თვალი როგორ ჩამიკარი
მერე ჩემსკენ მოდიოდი
გულში უნდა ჩაგეკარი
ის სკამი ხო გახსოვს ?
ჩვენი კარგი მეგობარი
როგორ ვსეირნობდით მის გარშემო
ვისვენებდით იქვე ჩამომჯდარი
რომ არ გვყოფნიდა დილა კარგო
და ვმესიჯობდით მთელი ღამე
აივნიდან კონცებს გიგზავნიდი
დაგვცინოდა ალბათ მთვარე
ჩემი იუბილე გახსოვს ?
რომ მაჩუქე სუნამო და თეთრი ვარდი
რომ ვიცეკვეთ ერთად კარგო
ეს სიმღერა დღესაც მახსოვს
ვარდის ფურცლები მათოვს...

ჩემო ტკბილო სიყვარულო
ტკბილად მახსოვს ჩვენი 1 წელი
მართალია აღარ მოხვალ
მე კი მაინც გელი
გვირილები გახსოვს ....
გვირილები შენი ნაჩუქარი
დღეს მე გიდებ გულზე კარგო
დამჭკნარია მაგრამ სანუკვარი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1636 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




Sheni sarkmeli chamqralia da albat gdzinavs,
Shens fanjarastan mtredebia,tvlemen isinic,
Shen chemtan ara,magram albat grublebshi frinav,
Da is grublebic shemparavad,ratom gicinis? Wamebi wutebs,wutebi ki,qmnian saatebs,
Xan gatendeba,xanac isev,mova sagamo,
Gmerttan txovna maqvs,mxolod erti,nu gaanatebs,
Im dges rodesac chven ors ertad,shemogvagamo
************

akrdzalulia akrdzalva
vis gaugia akrdzalva
dakrdzalulia akrdzalva
amkrdzalavebis dakrdzalva…
mdzuls yvela akrdzalva,
tavisuflebis akrdzalva
ufero amkrdzalvelebi
cxovrebis damkrdalvelebi…
mdzuls yvela akrdzalva
m d z u l s . . .

chemi misdami pasuxi…

;akrdzalulia akrzalva;
Dakrdzalulia vnebebi,
Cxovreba iqca asfaltad
Da tan dgitidge vberdebit…
;vis gaugia akrdzalva?
An vin dakrdzala sicocxle?,
Shen agigeben akldamas
Mkvdaric ki didxans icocxleb…
;Dakrdzalulia akrdzalva;
Nutu sikvdilit vcherdebit
Tu ki cxovrebam daggala
Tvals sheachvie cremlebi…
;Amkrdzalavebis dakrdzalva;
Netav rad ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1408 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1946 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ცუდი იქნება მოვიდეს წვიმა
და არავინ თქვას სიტყვები დარდის...
ცუდი იქნება მოვიდეს თოვლი
და არავინ თქვას:-რა კარგად ბარდნის...

ცუდი იქნება აყვავდეს ია
და არავინ თქვას ლექსები"ფშავლის"...
ცუდია როცა მძიმე ცხოვრება
მიზეზი ხდება ჩხუბის და დავის...

ცუდი იქნება მოწყდეს ვარსკვლავი
და არავინ თქვას სურვილი სულის...
ცუდია როცა წერით დავკავდი
და ფურცელს ლექსად დარდები უვლის...

ცუდი იქნება დაბეროს ქარმა
და არ გაფანტოს ცაზე ღრუბელი...
ცუდი იქნება დამტოვოს ქალმა
და მარტო ვზიდო მძიმე უღელი...

ცუდი იქნება დაეცეს გმირი
და ამას ღმერთი რომ ვერ ხედავდეს...
ცუდი ქნება დამტოვოს სულმა
გული კი ისევ რიტმში ფეთქავდეს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1468 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




"გეფიცები, ჩვენს შვილს როცა აძინებ, დედამიწა ბრუნვას წყვეტს და ირწევა..."

"შენს თვალებს რაც უფრო ხშირად ვუყურებ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ვიღაცამ ცა ვადაგასული საღებავით შეღება..."

"ყოველი შეხვედრის შემდეგ შენ მე მემშვიდობებოდი სიტყვებით "მიყვარხარ...დროებით". მე კი მხოლოდ დღეს მივხვდი, რომ შენ მართლაც დროებით გიყვარდი."

"მზის ამოსვლა - შენი გაღვიძების რეზონანსი"

"ჩვენ ორნი უნაშთოდ ვიყოფთ ერთ საწოლს."
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1389 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვებრძვი
მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვეტრფი
არ ვთლი საჭიროდ, ჩემი პირადის ნათლად გამხელას
თუ როგორ გრძნობით დავეტაკე ძალას ამხელას

მინდა გრძნობები გამოვხატო, ძალა არ მყოფნის
თითქოს საკითხი დასმულია, ყოფნა არყოფნის
ვეძებ დასაყრდენს, მხარდაჭერას თითო კაციდან
მიშველის? ალბათ, დარიგება ბრძენი კაციდან

არავინ არ სჩანს ჰორიზონტზე, მხოლოდ ხაზია
ჩემს ცხოვრებაში, ნეტავ ვიცოდე, სად რა ხაზია
სხვისი იმედით, სხვისი აზრით არც მინდა ვიყო
მინდა ჩემს გვერდით ბედნიერი მხოლოდ შენ იყო

თუმცა ვფიქრობ რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მე შევძლებ
ამ ეტაპზეც ხომ უშენობით, მიჭირს, მაინც ვძლებ
მაინც გავბედავ, დაგიძახებ და შენთან მოვალ
შენს ცხოვრებაში, წრფელი გულით, თვითონ შემოვალ

დაგანახებ რომ ამ ცხოვრებას რაღაც აკლია
და ეს რაღაცა ჩემთვის, შენთვის, დიდი ნაკლია
ვფიქრობ ცხოვრებას რომ შეავსებს, ჩვენი გრძნობები
და ამ გრძნობებს კი შენი მხიდან დაველოდები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1592 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




...უკვე მენატრები... მგონი მიყვარდები...
ძნელი ყოფილა ამ გრძნობის მორევა
მე შენ ყოველდღე სადღაც გელოდები
და ისევ ფიქრები... იის გამოჩნდება...
დრო მიდის ფიქრები ოცნებას მაძალებს
დილის მზის სხივი მეალერსება,
მაგრამ შენ თურმევიღაც სხვას ახარებ
და ჩემთვის ეგ გული არ გემეტება.
მე კი რა ვუყი ჩემს ლამაზ სიყვარულს,
რომელიც უშენოდ ალბათ მოკვდება
და ჩემს ოცნებას ფიქრებით დაღალულს
მტანჯველი გრძნობა დაეუფლება.
მე თუ ამ ყველაფერს შენ დღეს მოგიყვები
ვიცი რატომღაც გაგეღიმება,
ალბათ დაფიქრდები და მერე მიხვდები
რატომ გამაჩუმეს მე ჩემმა ფიქრებმა..,
შენი გულგრილობა ჩემთვის ტკივილია
მე შენზე ფიქრებში ღამე მითევია
გონება გულს ებრძვის და ვეღარ მოერია
ეს დიდი გრძნობების უძირო მორევია.
დრო კი კვლავ მიდის...ფიქრი ფიქრებს ცვლის...
დღე დღეს მიყვება და ფერს არ იცვლის
ასე უგულო რატომ ხარ არ მესმის
მე შნ მიყვარხარ ნუთუ არ გესმის?!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1639 | დამატებულია: natushki | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 3 4 ... 254 255 »
სამშაბათი, 2024-04-23, 7:19 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024